ლევან კობიაშვილი - ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, „ზესტაფონის“ გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2017 წლის აღმასრულებელი კომიტეტის ბოლო სხდომა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითხზე - ს.კ. „ზესტაფონის“ შესახებ უნდა ემსჯელათ, არ შედგა.

როგორც Sportall.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზი კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტის ილია კოკაიას სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ილია კოკაიას გამოუცხადებლობა უპირველესად, უპატივცემულობაა და მას მოუწევს, „ზესტაფონის“ გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს დაბრუნდეს ფეხბურთში.

„დღევანდელი აღმასკომის სხდომა მთლიანად ეძღვნებოდა ს.კ. „ზესტაფონს“, ეს იყო ერთადერთი საკითხი დღის წესრიგში. თემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია სამწუხაროდ, მივიღეთ აბსოლუტურად არაადეკვატური რეაგირება. როგორც იცით, ბოლო აღმასკომზე, ერთი თვის წინ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ილია კოკაია მოგვეწვია სხდომაზე.

კლუბს ეცნობა, რომ ბატონი ილია კოკაია იყო მოწვეული აღმასკომის სხდომაზე, კონკრეტულად ზესტაფონის საკითხის განსახილველად. ზუსტად ამიტომ შეიკრიბა აღმასკომი. სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, მქონდა იმის განცდა და იმედი, რომ მას მართლაც აღელვებდა ზესტაფონის საკითხი, თუმცა ის სამწუხაროდ არ გამოცხადდა. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ეს არის უპატივცემულობა, რადგან აღმასკომი კონკრეტულად „ზესტაფონის“ თემაზე შეიკრიბა.

ძალიან ვწუხვარ, უკვე მეორედ მოხდა ის, რომ ჩვენი მზაობა, ეს თემა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო, მათი მხრიდან იყო უარყოფილი. საკითხი, სამწუხაროდ მის გარეშე ვერ განიხილებოდა, რადგან აღმასკომს უნდა მოესმინა თავად ილია კოკაიასთვის და შეეტყო მისი დამოკიდებულება. ფაქტია, რომ დღეიდან ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, ზესტაფონის გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს დაბრუნდეს ფეხბურთში“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა