უმრავლესობის შემადგენლობაში ორი ახალი ფრაქცია - “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ეკონომიკა“ იქმნება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უმრავლესობის შემადგენლობაში შექმნილი ორი ახალი ფრაქციის- “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ეკონომიკის“ შემადგენლობები წარადგინა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე მისმა თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, წარდგენილია განცხადებები, რომლის თანახმად, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე იქნება, მოადგილე ზაზა პაპუაშვილი, ფრაქციის მდივანი - ლევან გოგიჩაიშვილი, ხოლო წევრები - კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე და ირაკლი აბუსერიძე.

რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნება - ეკონომიკას“, მას დეპუტატი გოგა ენუქიძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე ირაკლი ხახუბია იქნება, ფრაქციის მდივანი - პაატა მხეიძე, ხოლო წევრები ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაძვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე და იოსებ მაკრახიძე.

ფრაქციების შემადგენლობები დღეს ბიუროს წარედგინება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა