თურქეთმა რუსეთისგან 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იყიდა

თურქეთსა და რუსეთს შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „С-400“-ების შეძენის შეთანხმების ღირებულებამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხ“-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ოთხი დივიზიონის შეძენაზე. ამასთან, თანხის დიდი ნაწილი - 55% - რუსული საკრედიტო სახსრებიდან დაიფარება. დარჩენილ 45%-ს ანკარა ავანსის სახით გადაიხდის.

„რუსეთის და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებმა მოლაპარაკებები უკვე დაასრულეს, მხოლოდ ფინალური დოკუმენტაციის შეთანხმება დაგვრჩა“, - განაცხადა სერგეი ჩემეზოვმა.

„С-400“-ების პირველ პარტიას თურქეთი 2020 წლის მარტში მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა