გეგუთის N14 პენიტენციურ დაწესებულებაში ეკლესია ამოქმედდა

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურ დაწესებულებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ესტუმრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მეუფე კალისტრატემ დაწესებულების ტერიტორიაზე ახლადაშენებული წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია ჩაატარა.

მათივე ცნობით, ტაძარი მსჯავრდებულებისა და დაწესებულების თანამშრომლების მონაწილეობით აშენდა. მეუფე კალისტრატემ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მათ საპატრიარქოს სიგელები, ასევე საპატრიარქოსგან საეკლესიო კალენდარი გადასცა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მსჯავრდებულებსა და დაწესებულების თანამშრომლებს ტაძრის კურთხევა მიულოცა.

„გეგუთის N14 პენიტენციურ დაწესებულებაში თამარ მეფის სახელობის ეკლესია უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. სიმბოლურია, რომ ტაძრის კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების მე-40 წლისთავს დაემთხვა. მინდა, თითოეულ მსჯავრდებულს საკუთარ ოჯახში მალე დაბრუნება ვუსურვო“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

მეუფე კალისტრატემ დაწესებულებაში მყოფი ადამიანები დალოცა და აღნიშნა, რომ ეკლესიის მადლი ყველა იქ მყოფ ადამიანს შეეწევა. დაწესებულების ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. ეკლესია შემოწირულობით აშენდა. მშენებლობაში მონაწილეობა 100-მდე მსჯავრდებულმა მიიღო.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა