პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო და ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებმა, ადგილობრივებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სახელმწიფოს განცხადებით მიმართეს. მიმართვა დღეს ჩატარებულ უხუცესთა საბჭოს სხდომაზე გაავრცელეს.

"ჩვენ, პანკისის ხეობის მცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ძალოვნების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინ არის. მაგრამ ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად, ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთვქვამთ, რომ ქართული ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა