საქართველოს მუფტი - მუსლიმთა სამმართველოს სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას

ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია, ჩვენ, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს მუფტმა ბელგარ ქამაშიძემ მუსლიმთა სამმართველოს სახელით გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტებს, აცნობიერებენ, რომ შესაძლოა ეს ცეცხლი უფრო გაღვივდეს და მეტი ქვეყნები მოიცვას და „დაზღვეული არც ჩვენი სამშობლოა“. ამიტომ, ქამუშაძის განმარტებით, საქართველოს მუსლიმთა კავშირი მიმართავს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ზომები მიიღოს.

„ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია, ჩვენ, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას. ამის ჩამდენი პასუხს აგებს კანონისა და ღმერთის წინაშე. როგორც საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ ქვეყნის ხელისუფლებას და მოვუწოდებთ მიღოს ყველა ზომები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომ გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და არავის მივცეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების ხელყოფის უფლება“, - განაცხადა ბეგლარ ქამუშაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, „კაცის კვლას, ძალადობას, ჩაგვრას, წამებას არაფერი აქვს საერთო ისლამთან. ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა