თბილისში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა

სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

შეგახსენებთ, რომ დღემდე 101 კილოვატ საათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე - 16,992 თეთრი, 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,476 თეთრი ღირდა.

შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "თელასის" მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტორენერგიას მოიხმარენ, დღგ-ს ჩათვლით 12,980 თეთრიდან 14,5435 თეთრამდე გაიზრდება ტარიფი. აბონენტებისთვის, რომლებიც 101-დან 301 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ - 16,992 თეთრიდან გადასახადი 18,555 თეთრამდე იზრდება; ხოლო აბონენტებს, რომლებიც 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიას მოიხმარენ - 21,476 თეთრიდან 23,039 თეთრამდე.

რაც შეეხება "თელასის" აბონენტების არასაყოფაცხოვრებო ნაწილს, ანუ კომერციულ სექტორს: 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 16.110 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.882 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.319 თეთრს.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება. აქამდე არასაყოფაცხოვრებო სექტორის ტარიფები ასე გამოიყურებოდა - 110-35 კვ ძაბვის საფეხურზე 1 კვტ.სთ-ის მოხმარებისთვის 14.542 თეთრი, 10-6-3.3 კვ. ძაბვაზე - 15.318 თეთრი, 0.4 კვ. ძაბვაზე - 19.753 თეთრი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს