არსებული ინფორმაციით, ტრაპიზონში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ახმედ ჩატაევის გარემოცვის წევრები იყვნენ

თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთში ჩატაევის გარემოცვის წევრები იყვნენ.

„ჩვენი ინფორმაციით, თურქეთის კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული აჰმედ ჩატაევის გარემოცვიდან არის. დაკავებული პირი ჩატაევის თურქეთში ყოფნის დროს ითვლებოდა მისი გარემოცვის წევრად. იბრძოდა თუ არა სირიაში, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა