ნუგზარ სურმანიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს საშობაო-საახალწლო საჩუქრები მიუტანა

ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძემ და უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატის თანამშრომლებმა, საარჩევნო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს საშობაო-საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეული სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ 8 ოჯახსა და შშმ პირს გადაეცა. ნუგზარ სურმანიძე მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას შეპირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა