7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბათუმში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თითები დაკარგა, სტაბილურია

ბათუმში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მოზარდს პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მარჯვენა ხელი დაუზიანდა და სამი თითი დაკარგა. კატასტროფის ბრიგადამ ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

"25 დეკემბერს, ბათუმიდან გადმოყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ 7 წლის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ხელი დაზიანებული. იაშვილის კლინიკაში ოპერაციული ჩარევა მოხდა. პაციენტი აგრძელებს მკურნალობას",- აცხადებენ კლინიკაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო