უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შსს-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა 26 თებერვლამდე გადადო

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის შსს-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა 26 თებერვლამდე გადადო. ამის შესახებ „ტასს“ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.

„სხდომა გადაიდო 26 თებერვლის 15:10 საათამდე, ვინაიდან შსს უკვე რამდენიმე კვირაა ვერ ახერხებს მათი ბრძანების გასაჩივრების შესახებ განცხადების გამოქვეყნებას“, - განაცხადა მან.

ადვოკატის თქმით, საუბარია შსს მიერ 2012 წელს გამოცემული ბრძანების გაუქმებასა და უკანონოდ ცნობაზე. ამ ბრძანების მიხედვით, „მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის საკმარისი მიზეზები გაიზარდა“.

„მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის საკმარისი მიზეზების რიცხვი კანონქვემდებარე აქტის მიხედვით იზრდება, რაც უკანონოა, ვინაიდან ეს ამომწურავი ჩამონათვალი უკრაინის შესაბამისი კანონით და არა კანონქვემდებარე აქტით უნდა იყოს განსაზღვრული“, - აღნიშნა ბოგომაზოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა