გიორგი შარაშიძე - შესაბამის ორგანოებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ მამუკა ტუსკაძის განცხადებით, რადგან მან დავების საბჭო იმ მიზეზებით დატოვა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით

"სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი შარაშიძე შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს იმ მიზეზებით დაინტერესდნენ, რის გამოც შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო მამუკა ტუსკაძემ დატოვა.

როგორც შარაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ტუსკაძემ პროტესტის მიზეზად ის გარემოებები დაასახელა, რაზეც "სიტროენ ჯორჯია" დღესაც საუბრობს.

მისივე თქმით, მამუკა ტუსკაძის განცხადებების შესწავლა შესაბამისი ორგანოებისთვის საინტერესო უნდა იყოს, ვინაიდან ამ საკითხების მოკვლევა, როგორც ქვეყანას ასევე ბიზნესგარემოსაც წაადგება.

"ჩვენ ვნახეთ, რომ მამუკა ტუსკაძემ დავების საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა, ბევრი ხარვეზის გამო. კერძოდ, არ სრულდება კონკრეტულად დავების საბჭოს გადაწყვეტილებები და არ არის ეფექტური მათი მუშაობა. ჩვენ ზუსტად ამაზე ვდაობთ მთელი ეს პერიოდია, რომ რეალურად არის ეს პრობლემა, არის ეს კარტელური გარიგებები, რომელსაც ფიზიკურად ვერ არეგულირებს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო, ვინაიდან არ აქვთ შესაბამისი ბერკეტები. შესაბამის ორგანოებს ვთხოვთ, რომ დაინტერესდნენ მამუკა ტუსკაძის განცხადებით, რადგან მან დავების საბჭო დატოვა ზუსტად იმ მიზეზებით რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და რასაც მთავრობის წევრები აბსურდს უწოდებდნენ. მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ამ ყველაფერს არანაირი დაინტერესება და გამოხმაურება არ მოჰყოლია", - განაცხადა შარაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა