გია ვოლსკი - იმაზე მეტი სისულელე, რომ უმრავლესობაში ახალი ფრაქციები ვიღაცების მეგობრობის ნიშნით გადანაწილდა, დიდი ხანია არ მომისმენია

იმაზე მეტი სისულელე, რომ უმრავლესობაში ახალი ფრაქციები გადანაწილდა ვიღაცების მეგობრობის ნიშნით, არ მომისმენია უკვე დიდი ხანია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა გუნდში არსებული განხეთქილებით არის განპირობებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ამ შემთხვევაში იმდენად არ ემთხვევა არც რეალობას, არც რეგლამენტს და საერთოდ, აცდენილია ყოველგვარ ლოგიკურ აზროვნებას, რომ მე ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. „ქართული ოცნების“ წამყვანი ფრაქცია საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ოპერატიული მართვა შეძლოს. არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს გუნდები, ფრაქციები, რომლებიც მართვის სისტემასაც გააუმჯობესებენ და გარკვეულ საკითხებსაც დაალაგებენ ყურადღების ქვეშ. იმაზე მეტი სისულელე და უსაფუძვლო განცხადება, რომ ეს ფრაქციები გადანაწილდა ვიღაცების მეგობრობის ნიშნით, მე არ მომისმენია უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა და მასში გაერთიანდნენ ბიძინა გეგიძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ზაზა პაპუაშვილი (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე), ლევან გოგიჩაიშვილი (ფრაქციის მდივანი), კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე, ირაკლი აბუსერიძე.

ფრაქციაში „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ კი პარლამენტის 11 წევრია: გოჩა ენუქიძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ირაკლი ხახუბია (თავმჯდომარის მოადგილე), პაატა მხეიძე (ფრაქციის მდივანი), ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს