პარლამენტში ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა - ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველო“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“

საქართველოს პარლამენტში ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა - ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველო“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შესულია დეპუტატების 19 განცხადება, რომელიც ახალ ფრაქციაში გაწევრიანების მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლას ეხება.

მისივე ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გადიან და ახალ ფრაქციებში ნაწილდებიან მაჟორიტარი დეპუტეტები: ზაზა პაპუაშვილი, კობა კობალაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი კოპაძე, იოსებ მაკრახიძე, კობა ნაკაიძე, თამაზ ნავერიანი, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე, ივლიანე წულაია, გენადი მარგველაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ედიშერ თოლორაია, რუსლან პოღოსიანი, ანზორ ბოლქვაძე, მირიან წიკლაური, გიორგი თოთლაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ დატოვა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ.

ამავე ფრაქციაში კი გაწევრიანდნენ პარლამენტის წევრები სავალალ მირზოევი და გენადი მარგველაშვილი. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ სავალალ მირზოევი, ხოლო მდივნად გენადი მარგველაშვილი აირჩიეს.

ფრაქციაში „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ კობა ლურსმანაშვილი და ანზორ ბოლქვაძე გაწევრიანდნენ, ხოლო ამავე ფრაქციიდან გავიდნენ გოდერძი ჩანქსელიანი და პაატა მხეიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები“ კი დატოვა პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატებში“ მირიან წიკლაური და რუსლან პოღოსიანი გაწევრიანდნენ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ ბექა ნაცვლიშვილი, ხოლო მდივნად რუსლან პოღოსიანი აირჩიეს.

როგორც საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, ყველა დეპუტატის განცხადება ერთი ფრაქციიდან გასვლისა და მეორეში შესვლის შესახებ კომიტეტს გადამოწმებული აქვს და ყველაფერი რეგლამენტის წესების სრული დაცვით განხორციელდა.

გარდა ამისა, კომიტეტის მიერ შესწავლილია ორი ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დოკუმენტაცია და საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციების შექმნას მხარს უჭერს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო