თბილისის მერი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა.

„კარგად იცით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად თუ რა პრობლემები შეიქმნა და ხედავთ არსებულ მდგომარეობასაც. აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ეს გზა სრულად აღდგება და ყველაფერი თანამედროვედ მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დროსაც საინჟინრო კუთხით, უნიკალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„პროცესში მიუნხენის გეოლოგიის ინსტიტუტი და შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩართული. ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელიც აქამდე საქართველოში არ განხორციელებულა. გაზაფხულიდან აღნიშნული გზა სრულიად აღდგება“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მლნ ლარია. გზის სიგრძე დაახლოებით, ერთ კილომეტრს შეადგენს.

რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა