გია ვოლსკი - ფასების და გადასახადის ზრდა, რთულია ჩვენთვისაც კი, ვისაც სტაბილური ხელფასი გვაქვს

ფასების და გადასახადის ზრდა, რთულია ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით სტაბილური ხელფასი გვაქვს და წარმოუდგენლად ძნელი იქნება სხვა ბევრი ადამიანისათვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას.

ვოლსკის თქმით, სემეკ-ის გადაწყვეტილებებზე სახელმწიფოს გავლენა მინიმალურია.

„მძიმე ვითარებაა. საერთოდ ეს ფასების ზრდა, სოციალური გადასახადების ზრდა, რასაკვირველია, რთულია ხალხისთვის, ჩვენთვისაც კი, ვისაც ჯერჯერობით სტაბილური ხელფასი გვაქვს უახლოესი 3 წლის განმავლობაში. წარმოუდგენლად ძნელი იქნება სხვა ბევრი ადამიანისათვის. ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა მოქმედებს, სახელმწიფო პროგრამა და ამ მხრივ სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი შეღავათი, მეტი დახმარება უნდა აღმოუჩინოს სოციალური პროექტების სახით. გავლენა სახელმწიფოსი სემეკ-ის გადაწყვეტილებებზე, რასაკვირველია, მინიმალურია. ოპოზიციას აქვს მოსაზრება, რომ მათ აქვთ პროგრამები, რომლებიც ეკონომიკას ააღორძინებს მოკლე პერიოდში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად მსოფლიოში ვითარება საკმაოდ რთულია ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს