თემურ გორგაძე - გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია

თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა თემურ გორგაძემ, რაიონის გამგებელთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად, მოსახლეობას დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

დეპუტატის თქმით, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კრწანისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება, მათ შორის, მოწესრიგდება გზები, წყალმომარაგება, გაგრძელდება სკვერებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

მაჟორიტარმა განსაკუთრებული ყურადღება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასა და ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის (გვირაბი) მშენებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რაიონში ეს ყველაზე მასშტაბური პროექტებია.

მისივე განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით, ასევე განსაზღვრულია სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის განვითარების ხელშეწყობა.

მოსახლეობასთან საუბრისას, გორგაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში თანხები კულტურული და ახალგაზრდული პროექტებისთვისაც არის გამოყოფილი, ამასთანავე, რაიონში დაგეგმილია გამწვანების ღონისძიებებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა