FAO-მ ENPARD-ის ფარგლებში მოსავლის აღების შემდგომ ტექნოლოგიებში ტრენერთა ტრენინგები ჩაატარა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 50 თანამშრომელს ტრენერთა ტრენინგები ჩაუტარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ FAO-დან აცნობეს, ტრენინგის მონაწილეებმა თბილისში, 5-დღიან ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ყველა რეგიონის 30 მუნიციპალიტეტიდან მოიყარეს თავი.

მათივე ცნობით, ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში ისინი მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების თანამედროვე ცოდნას და გამოცდილებას გაეცნენ.

„ტრენინგი მოიცავდა მალფუჭებადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დაბინავების მთელ ციკლს კრეფიდან რეალიზაციამდე. ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სიმწიფისა და კრეფის ინდექსები, მოსავლის აღების პრინციპები, შეფუთვა-დაფასოება, ტრანსპორტირება, მწერებისა და მავნებლებისგან მოსავლის დაცვა ანუ ყველა ის პრინციპი, რომელიც ფერმერს საკუთარი მოსავლის სწორად მართვაში დაეხმარება, საბოლოოდ კი ხარისხიან პროდუქტს და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.

ტრენინგები FAO-ს ექსპერტმა ელჰადი იაჰიამ ჩაატარა. მოსავლის მოვლა-შენახვის ზოგადი წესების გარდა მან კონკრეტული მითითებები მისცა ტრენინგის მონაწილეებს ვაშლის, ყურძნის, კარტოფილის, მწვანილის და საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოვლა-შენახვის შესახებ.

თეორიული ნაწილის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებმა სურსათის საწყობებსა და დაფასოების სათავსოებში გადაინაცვლეს, სადაც ცივი შენახვის სათავსოები მოინახულეს და ტრენინგის დროს წარმოდგენილი კონცეფციების პრაქტიკული დემონსტრირება მოახდინეს.

ტრენინგის მონაწილეებს FAO-ს სერტიფიკატები გადაეცათ, მათ კი, თავის მხრივ, ვალდებულება აიღეს, რომ მოსავლის აღების შემგდომი ტექნოლოგიების შესახებ მიღებულ ცოდნას საკუთარ რეგიონებში სხვა ფერმერებსაც გაუზიარებენ“, - აღნიშნულია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა