რეორგანიზაციის ფარგლებში, ქუთაისის მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 50-ით შემცირდება

რეორგანიზაციის ფარგლებში ქუთაისის მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 50-ით შემცირდება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. მისი თქმით, გაუქმდა შტატები, რომლებიც არაეფექტური იყო.

„ჩვენ პიროვნულად არ განგვიხილავს, შტატობრივად მოხდა განხილვა. გაუქმდა ის შტატები, რომლებიც არაეფექტური იყო. დაახლოებით 50 შტატი შემცირდება. 12%-ზე იყო ხელშეკრულებით აყვანილთა შტატი, რეალურად 10%-ში უნდა ჩავეტიოთ“, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერმა ასევე რეორგანიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაუქმდა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის სამსახური, ასევე გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, ჯამში მერიაში 9 სამსახური რჩება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა