იერუსალიმში გოდების კედლის მახლობლად მდებარე ახალი რკინიგზის სადგურს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება

ისრაელის ტრანსპორტისა და დაზვერვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, იერუსალიმში გოდების კედლის მახლობლად მდებარე ახალი რკინიგზის სადგური აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება.

„გოდების კედელი ყველაზე წმინდა ადგილია ებრაელი ხალხისთვის. ამიტომაც, გადაწყვეტილება მივიღე, რკინიგზის სადგურს, რომელიც ამ ადგილამდე მიდის, დონალდ ტრამპის სახელი მივანიჭო მას შემდეგ, რაც მან მამაცური და ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

ისრაელის ტრანსპორტისა და დაზვერვის მინისტრმა უკვე დაამტკიცა საორგანიზაციო კომიტეტის რეკომენდაციები რკინიგზის სადგურის მშენებლობის პროექტზე, რომელიც გოდების კედელის მახლობლად განთავსდება.

საბოლოო პროექტი 52 მეტრის სიღრმეზე მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც ორი სადგური იქნება განლაგებული. ერთ-ერთ სადგურს მიენიჭება სახელი „დონალდ ჯონ ტრამპი, გოდების კედელი“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო