ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება დავით ასათიანს ოფიციალურად გადააბარა

ზაზა ხატიაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება დავით ასათიანს ოფიციალურად გადააბარა.

ადვოკატთა ასოციაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ასათიანს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ადვოკატებმა მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა და მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა ადვოკატთა ასოციაციამ, როცა მხარი დაუჭირა ადვოკატთა ასოციაციის უფრო განვითარებას. მე ადამიანის უფლებათა დამცველი ვარ, გავაგრძელებ საადვოკატო საქმიანობას“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

თავის მხრივ, დავით ასაიანის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტი განათლებისა და ეთიკის წახალისება იქნება.

„ჩვენ გავაძლიერებთ ასოციაციის დამოუკიდებლობისა და თვითმმართველობის კუთხით რეფორმებს. ჩვენ თვისობრივად ახალ, ხარისხობრივ ეტაპზე ავიყვანთ ადვოკატთა ასოციაციას, მთლიანად ადვოკატთა კრპუსს, თავისი განმსჭვალულობით, ტრენინგებით, ეთიკური სტანდარტების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ასათიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო