რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბაშარ ალ-ასადთან თანამშრომლობა შეუძლებელია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან სირიაში თანამშრომლობა შეუძლებელია.

ასეთი განცხადება თურქეთის ლიდერმა ტუნისში ვიზიტის დროს გააკეთა.

„ასადთან სირიაში თანამშრომლობა შეუძლებელია. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია ითანამშრომლო ადამიანთან, რომელმაც თავისი დაახლოებით მილიონი თანამემამულე მოკლა“, - განაცხადა ერდოღანმა.

ნოემბრის ბოლოს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარასა და დამასკოს შორის არანაინი კონტაქტები არაა, თუმცა „პოლიტიკის კარი ბოლო წამამდე ღია რჩება“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა