„ვისოლ ჯგუფმა“ რუსთაველის თეატრთან ერთად „სალამურას“ საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა

„ვისოლ ჯგუფმა“ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების და ვეტერანთა ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად რუსთაველის თეატრთან ერთად „სალამურას“ საპრემიერო საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა. ორგანიზატორები შეეცადნენ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ საზოგადების ყურადღება, წინასაახალწლოდ დადებითი გარემო შეექმნათ.

„მოხარული ვარ წინასაახალწლოდ ვუმასპინძლოთ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს და ვეტერანების შვილებს. ეს არის ჩვენი მოკრძალებული მხარდაჭერა და მილოცვა ბავშვებისთვის კომპანია „ვისოლის“ მიერ. გვიხარია, რომ საშუალება გვეძლევა ბავშვებსა და მოზარდებს გავუხალისოთ წინასაახალწლო დღეები“, - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

ორგანიზაციების „ქვიშის საათის“, „ვორლდ ვიჟენის“, „ბერი ანდრიას ფონდის“, „კარიტასის“, „სოლიდარობის ფონდის“, „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ ბენეფიციარებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე სპექტაკლ „სალამურას“ დაწყებამდე, ბავშვებისთვის საყვარელმა „ვენდის“ გოგონებმა, „სმარტის“ ციყვმა, „დანკინ დონატსის“ კორპორაციულმა გმირებმა და თოვლის ბაბუამ იზრუნა.

რუსთაველის თეატრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ლია შერაზადიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენთაგანი მხარში დაუდგეს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.

„უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა „ვისოლისა“ და რუსთაველის თეატრის თანამშრომლობა. შარშანაც გვქონდა ასეთი აქცია, წელსაც გვაქვს და იმედი მაქვს, მომავალ წლებშიც გაგრძელდება. წელს არაჩვეულებრივი სანახაობა ელით ბავშვებს. რუსთაველის თეატრი ყოველთვის მზად არის ასეთი დღესასწაული მოუწყოს ყველას“, - განაცხადა ლია შერაზადიშვილმა.

„სალამურა“ ერთ მოქმედებიანი სპექტაკლია, რომლის რეჟისორები არიან: რევაზ ჩხაიძე და დავით კვარაცხელია.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს