გიგი წერეთელმა არ იცის, მოახერხებს თუ არა ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ თემაზე დღეს სხდომის გამართვას

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა არ იცის, დაიწყება თუ არა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა. წერეთელი რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში იმყოფებოდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილია შეკრებილი. ისინი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ.

"არ არის მარტივი გადაწყვეტილებები, მაგრამ მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რაღაც ნაბიჯები ცვლილებებისკენ არის გადასადგმელი. დარწმუნებული ვარ, ჩამოყალიბდება უმრავლესობა სამოქმედო გეგმაზე", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

კითხვაზე, რაზე ვერ თანხმდება უმრავლესობა, წერეთელი აცხადებს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"ვის რა არ მოსწონს, თავად ჰკითხეთ. მე ვფიქრობ, მოქმედების გეგმაზეა საუბარი, რა უნდა იყოს დღეს და რა ხვალ. ძალიან ბევრი თემაა", - აღნიშნა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის რამდენიმე წევრი ნარკოტიკულ საშუალებათა ლიბერალიზაციის წინააღმდეგია. სწორედ აღნიშნული მიზეზით კომიტეტის სხდომის დაწყება უკვე ერთ საათზე მეტია ვერ ხერხდება.

არსებული ინფორმაციით, კანონპროექტის წინააღმდეგი არიან დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე, მირიან წიკლაური და ილია ნაკაშიძე.

დარბაზში, სადაც სხდომა 15:00 საათზე იყო დაწყებულიყო, ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და დეპუტატები იმყოფებიან, თუმცა მისი დაწყება ვერ ხერხდება. თავად კომიტეტის წევრები ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში, დახურულ კარს მიღმა იმყოფებიან და საკითხზე მსჯელობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო