წინასაახალწლოდ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები მოხუცთა თავშესაფარს ეწვივნენ

წინასაახალწლო დღეებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები მოხუცთა თავშესაფარ „ლაზარეთს“ ესტუმრნენ.

ახალგაზრდები ამ შეხვედრისთვის ორი კვირა ემზადებოდნენ. უნივერსიტეტში შეგროვილი 500 ლარზე მეტი მოხუცთა სურვილების ასრულებასა და მათთვის სურსათის შეძენას მოხმარდა.

„სტუდენტებმა მოხუცები გაამხიარულეს, მათთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და საახალწლო საჩუქრებიც დაურიგეს. ამ შეხვედრით ყველა ერთნაირად ბედნიერი იყო, ყველას სიხარულით, სიკეთითა და მადლიერებით სავსე თვალები ჰქონდა, ზოგიერთს კი - სევდანარევი, ცრემლიანიც კი.

ამიერიდან დედა ელენე ახალგაზრდებს ლოცვებში მოიხსენიებს, ისინი კი ხშირად მივლენ მოხუცთა თავშესაფარში და გულს გაუთბობენ ამ სახლის ბინადრებს.

უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებით დამატებით კიდევ 700 ლარამდე თანხა შეგროვდა, რომელიც მოხუცთა თავშესაფრის ბუნებრივი აირის დავალიანების გადახდას მოხმარდა. სიკეთის კეთება არ არის რთული, ხშირად უნდა გავახაროთ მოხუცები!“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო