აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე გურიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრა გაიმართა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები, მიდგომები, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფიშვილი, გია ებრალიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„ვისაუბრეთ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმების შესახებ. მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგზე. მავნებელთან ბრძოლის პროცესში საჭიროა კომპლექსური მიდგომა - სახელმწიფო სტრუქტურებისა და თავად მოსახლეობის მონაწილეობა. შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, რეგიონში კვლავ გაგრძელდება მასშტაბური ღონისძიებები, მონიტორინგი და საინფორმაციო კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში