პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულების ადვოკატების ნაწილი სუს-ში უკვე მივიდა

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

როგორც ადვოკატმა ბარბაქაძემ სუს-ში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან დაკავებულს გააცნო ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ტერორიზმთან მის კავშირსა და ჩატაევთან კომუნიკაციის თაობაზე. ადვოკატის განმარტებით, დაკავებული პირი აჰმედ ჩატაევთან კავშირს აბსოლუტურად უარყოფს.

„დამიკავშირდა გამომძიებელი. სავარაუდოდ დღეს მას ბრალს წაუყენებენ. ასევე, გადმომცემენ იმ შესაძლო მტკიცებულებებს, რომლის წარდგენასაც სასამართლოში აპირებენ. გავეცნობით საქმის მასალებსა და კვალიფიკაციას, რას ედავებიან და შემდეგ მოგახსენებთ პოზიციას. ბრალდება ოფიციალურად არ მაქვს, მაგრამ გავაცანი გავრცელებული ინფორმაცია მას და კატეგორიულად უარყოფს ჩატაევთან ნაცნობობას, რაიმე კავშირს მასთან. მისთვის ასეთი ბრალის წარდგენა საერთოდ წარმოუდგენელია“, - განაცხადა დალი ბარბაქაძემ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა