ირაკლი ჩხვირკია - არ არსებობს მტკიცებულება, რომ მე დანაშაული ჩავიდინე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას დასკვნით სიტყვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, საგამოძიებო ორგანოს მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ირაკლი ჩხვირკიას თქმით, მისი საპატიმროში დარჩენის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

"არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მე დანაშაული ჩავიდინე”, - განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

ბათუმის მოვლენებზე მეორე ბრალდებულის, მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის პაატა შავაძის თქმით, ხვალ დასკვნითი ეტაპი სრულდება და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე უკვე იმსჯელებს.

"ირაკლი ჩხვირკიას დასკვნითმა სიტყვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ადამიანმა კვალიფიციური დაცვის გარეშე შეძლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასაბუთებული და არგუმენტირებული სიტყვა. ხვალ საბოლოო ეტაპზე გადავდივართ და ამით პირველი ინსტანცია სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდება",- განაცხადა პაატა შავაძემ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ხვალ დასკვნით სიტყვას მერაბ ღოღობერიძის დაცვის მხარე წარუდგეს.

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის განხილვა დაახლოებით 8 თვეა მიმდინარეობს. ბრალდებულებს გამოძიება 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო