ირინა მილორავა - დადგენილი ტარიფები მომდევნო სამ წელზე გავრცელდება, თუ გარკვეული მოცემულობა შეიცვალა, კომპანიებს რჩებათ უფლება, მიმართონ სემეკს და მოითხოვონ გადახედვა

დადგენილი ტარიფები მომდევნო სამ წელიწადზე გავრცელდება, ხოლო თუ რაიმე მოცემულობა შეიცვალა, რის გათვალისწინებითაცდღეს ჩვენ ეს ტარიფები დავადგინეთ, კომპანიებს რჩებათ უფლება, რომ მიმართონ სემეკს და მოითხოვონ გადახედვა, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ტარიფის გადახედვის მიზეზი შესაძლოა, ვალუტის კურსის ცვლილება იყოს.

„ეს ტარიფი გავრცელდება მომდევნო სამ წელიწადზე. თუ რაიმე მოცემულობა შეიცვალა, რის გათვალისწინებითაც დღეს ჩვენ ეს ტარიფები დავადგინეთ, კომპანიებს რჩებათ უფლება, რომ მიმართონ კომისიას და მოითხოვონ გადახედვა. საოპერაციო დანახარჯებში ცვლილება არ მგონია, რომ ტარიფის გადახედვის დასაბუთებული საფუძველი იყოს. კაპიტალურ დანახარჯებში ყველა ინვესტიცია არის ასახული და აქაც განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით. შესაძლებელია ტარიფის გადახედვის მიზეზი იყოს ვალუტის კურსის ცვლილება. არ გვქონია პრაქტიკა, რომ ფაქტობრივი ინფლაციის გათვალისწინებით გადაგვეხედა ტარიფებისთვის. ახლა აღებული გვაქვს ის ინფლაცია, რომელიც არის პროექტით გათვალისწინებული. დიდი იმედი მაქვს, რომ გადახედვის აუცილებლობა არ დადგება“, - განაცხადა ირინა მილორავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა