აკაკი ზოიძე - ნარკოტიკების მომხმარებელი მოდაში აღარ არის, გახდა სოციალურად გარიყული ადამიანი

ნარკოტიკების მომხმარებელი მოდაში აღარ არის, გახდა სოციალურად გარიყული ადამიანი, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი, რაც სხვა ქვეყნების გამოციდილებამ აჩვენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის სრული სისტემის შექმნაა, რასაც დეკრიმინალიზაციაც ხელს უწყობს.

„ჩვენ ერთი ლარი არ ჩაგვიდია პრევენციაში. რეალურ განათლებაში და პროპაგანდაში, რომელიც ბაღიდანვე იწყება და სკოლაში გრძელდება. დღეს შეიძლება ხდებოდეს, რომ პატრული მივა სკოლაში და ეტყვის ბავშვს, ნარკოტიკებს თუ მოიხმარ, თორემ დაგიჭერთო. ეს არ არის პრევენცია, პრევენციაა ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება და მისი შეგნებული არჩევანისთვის მომზადება. შეგნებული არჩევანი უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი და საკუთარი ფასეულობების რეალიზაცია. ეს არის ჩვენი მიმართულება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის სრული სისტემა შევქმნათ და ამ სისტემის შექმნას დეკრიმინალიზაცია ხელს შეუწყობს.

პირველი მიზანი ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესი და პრევენციაა, ხოლო თანმდევია ამ პროცესის დეკრიმინალიზაცია, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ მივიტანოთ მკურნალობა იმ ადამიანამდე, ვისაც რეალურად სჭირდება, რომ ის სინათლეზე გამოვიყვანოთ; მივიტანოთ ინფორმაცია იმ ბავშვებამდე, რომლებიც დღეს შეუგნებლად, პროტესტის ნიშნად, მოდურობის, ცნობისმოყვარეობის, ან გართობის გამო აკეთებენ ძალიან მძიმე არჩევანს თავიანთი ცხოვრების შემდგომ გზასთან დაკავშირებით. დეკრიმინალიზაცია პრევენციით არის ერთადერთი გზა, რამაც გვაჩვენა, რომ პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა. ახალგაზრდები ნარკოტიკებს ნაკლებად მოიხმარენ, რადგან შეგნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნარკოტიკების მომხმარებელი მოდაში აღარ არის, გახდა სოციალურად გარიყული ადამიანი, ეს არის მთავარი მომენტი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა