თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა DIB-ის სამომავლო გეგმები განიხილეს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ტრენინგების საჭიროებების შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიული დონის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა სტუმრებს უწყების მიერ 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

სტრატეგიული დონის შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა ტრენინგების საჭიროებები განიხილეს და პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის კოორდინაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი 2018 წლის განმავლობაში სკოლის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებსაც შეეხო. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღინიშნეს, რომ უწყება პასუხობს დასახულ ამოცანებს - თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა