დავით ებრალიძე - სემეკის მიერ დღეს დამტკიცებული ტარიფი კანონთან შეუსაბამოა

საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს დამტკიცებული ტარიფი კანონთან შესაბამისობაში არ არის, - ამის შესახებ ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე აცხადებს.

მისი თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ტარიფის მატება განპირობებულია მომავალში დარგში განსახორციელებელი ინვესტიციებით, თუმცა, კანონის თანახმად, ტარიფში შეიძლება აისახოს გაწეული და არა მომავალში გასაწევი ხარჯები.

„სემეკმა ახალი, გაზრდილი ტარიფი დააწესა ელექტროენერგიაზე. სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ტარიფის მატება განპირობებულია მომავალში დარგში განსახორციელებელი ინვესტიციებით. ესეიგი, უკვე გაწეული ხარჯის ასახვა კი არ მოხდა ტარიფში, არამედ, მომავალში განსახორციელებლის წინასწარ ასახვას აქვს ადგილი. მაგრამ, კანონი ამის უფლებას არ იძლევა. ტარიფი დგინდება "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 43-ე მუხლების შესაბამისად. ამ მუხლებში კი წერია, რომ ტარიფში გაწეული ხარჯი შეიძლება აისახოს და არა მომავალში გასაწევი. შესაბამისად, გამოდის, რომ ახალი ტარიფები კანონშესაბამისი არ არის. მომავალში გასაწევი ინვესტიციის წინასწარ ტარიფში ასახვა არა მხოლოდ არ არის ჩვენი კანონმდებლობით დაშვებული, არამედ ბევრი, უსაფუძვლო, თუ საფუძვლიანი ეჭვის საბაბიც შეიძლება გახდეს“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს