ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს გამოაცხადებს

ზვიად რატიანის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო.

დღევანდელ პროცესზე შსს-მ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ ისმის გინება და შეურაცხმყოფელი ფრაზები. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ ასახავს სრულ ეპიზოდს და საქმეს არ უნდა დაერთოს მტკიცებულებად, თუმცა მოსამართლემ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.

დღესვე დაიკითხნენ შსს-ს მიერ წარმოდგენილი მოწმეები, კერძოდ, სამი პოლიციელი და ორი თვითმხილველი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა