აკაკი ზოიძე - მთავარი საკითხი აზრთა სხვადასხვაობის არის ლეგიტიმური შიში, საპატიმრო სასჯელის მოხსნა ხომ არ გამოიწვევს ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის საფუძველია ლეგიტიმური შიში იმის შესახებ, ხომ არ გამოიწვევს საპატიმრო სასჯელის მოხსნა ნარკომოხმარების წახალისებას.

აკაკი ზოიძე ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას და პრაქტიკული განხორციელების სქემას "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა". კომიტეტის სხდომა დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით დაიწყო და მას წინ უძღოდა უმრავლესობის წევრების კამათი დახურულ კარს მიღმა.

"დეპუტატების ნაწილს განსხვავებული პოზიციები აქვთ, მე მგონი ეს საიდუმლო არავისთვის არის. ისინი თვლიან, რომ დამატებითი კონსულტაციები არის საჭირო, სანამ კომიტეტის სხდომას ჩავატარებთ. აქ ჩვენი აზრები გაიყო. კვორუმი არ იყო, ახლა არის და ვატარებთ სხდომას. დაპირისპირება არ ყოფილა. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციები გაიყო, სანამ საჯაროდ განსხვავებულ პოზიციებს დავაფიქსირებთ, ხომ არ ჯობია გუნდის შიგნით შევთანხმდეთ. იმდენად ემოციური თემაა ყველასთვის, რომ ცუდი არაფერი არ არის იმაში, რომ პარლამენტარები თავიანთ სულს და გულს დებენ იმ საკითხებში, რაც მიაჩნიათ სწორი ან არასწორი. ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად შევაჯეროთ პოზიციები, როგორც მთავრობასთან, ისე უმრავლესობის შიგნით. მთავარი საკითხი აზრთა სხვადასხვაობის არის ლეგიტიმური შიში, საპატიმრო სასჯელის მოხსნა ხომ არ გამოიწვევს მოხმარების წახალისებას, თუმცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ საპატიმრო სასჯელის ალტერნატიული მექანიზმით ჩანაცვლება, როგორიცაა შეფასების და გადარწმუნების კომისია, ამ საფრთხეს გაანეიტრალებს", - განაცხადა ზოიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავენ, კომიტეტის წევრების გარდა, სასულიერო პირები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები - ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე, "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენლები და არასამთავრპბო სექტორი ესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა