პირველი იანვრიდან ფოთის პორტის ტერიტორიაზე მხოლოდ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სატვირთო მანქანები დაიშვებიან

უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით 2018 წლის პირველი იანვრიდან ფოთის პორტის ტერიტორიაზე მხოლოდ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სატვირთო მანქანები დაიშვებიან, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის საზღვაო ნავსადგურიის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მანქანების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა ვიზუალურ-ტექნიკური დათვალიერების შედეგად დადგინდება. ფოთის საზღვაო ნავსადგურში სატვირთო ავტომანქანების ვიზუალური დათვალიერება მიმდინარეობს, რათა მძღოლებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რა არის გასამართი და შესაკეთებელი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე. ამ დრომდე ინსპექტირება 220 მანქანას ჩაუტარდა.

კომპანიაში საგზაო უსაფრთხოების თემაზე ტრენინგიც მიმდინარებს, რომელიც 1780-მა მძღოლმა უკვე გაიარა. ტრენინგები 2017 წლის 10 მაისს, გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში დაიწყო და წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დიდი ინტერესიდან გამომდინარე ის მომავალ წელსაც გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს