დეკანოზი დავით ისაკაძე პარლამენტს მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობაში სასულიერო პირებიც ჩართოს

დეკანოზი დავით ისაკაძე პარლამენტს მოუწოდებს, ნუ გახდება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული დიდი პასუხისმგებლობის საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტის ორგანო და მსჯელობაში სასულიერო პირებიც ჩართოს.

როგორც ისაკაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობის გამართვის პოზიცია პატრიარქს ეკუთვნის.

"ჩვენ სასულიერო პირები ვართ, თითოეული ნარკომომხმარებელი არის ჩვენი პოტენციური სულიერი შვილი, კატეგორიული წინააღმდეგი ვართ მათი დაჭერის. ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, მაგრამ საჭიროა საუბარი ოდენობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, არანაირი ოდენობა არ შეიძლება იყოს მისაღები, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადამიანს, ამ სენისგან გათავისუფლდეს. მე მინდა პატრიარქის პოზიცია მოგახსენოთ, რომ უნდა შედგეს მსჯელობა. ნუ გახდებით ასეთი დიდი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტის ორგანო, ჩვენც მოგვეცით განხილვის საშუალება", - მიმართა ისაკაძემ დეპუტატებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა