აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შპს „მექანიზატორი“ 120 ერთეული შემასხურებელი სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტის შეძენას გეგმავს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წელს შპს „მექანიზატორი“ 120 ერთეულიშემასხურებელი სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტის (70 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანაზე დასამონტაჟებელი აგრეგატი „თერმული ნისლით“ დამუშავებისთვის, 50 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანაზე დასამონტაჟებელი აგრეგატი მაღალი ხეების დამუშავებისათვის) შეძენას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს „მექანიზატორი“-ს მიერ აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ბაზრის კვლევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის შეხვედრა 28 დეკემბერს, 18:00 საათზე შპს „მექანიზატორის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია 120 ერთეული შემასხურებელი სასფოლო-სამეურნეო იმპლემენტის შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ბმულებზეა განთავსებული:http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(3).aspx, http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(2).aspx

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა