საზოგადოებრივი მაუწყებელი ზვიად რატიანის საქმეზე შს სამინისტროს მიერ სასამართლოზე წარდგენილ ვიდეომასალას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ზვიად რატიანის საქმეზე შს სამინისტროს მიერ დღეს სასამართლო პროცესზე წარდგენილ ვიდეომასალას ავრცელებს. აღნიშნული მასალა სასამართომ სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო.

პირველი არხის ინფორმაციით, არხმა შსს-ს ვიდეომასალის მოწოდების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოს ნახვა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ჩანაწერში ზვიად რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის, პოლიციელები კი პოეტს დამშვიდებისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ჩანაწერს რატიანის დაცვის მხარე და მოსამართლე ერთობლივად, პორტატულ კომპიუტერში ეცნობიან.

შსს-ს წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს „რატიანის განყოფილებაში ყოფნის უწყვეტი ერთსაათიანი ვიდეომასალა“, რომელიც მათივე ინფორმაციით, მობილურითაა გადაღებული.

რატიანის დაცვის მხარე მოითხოვს, რომ მობილურით გადაღებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერი საქმეს მტკიცებულებად არ დაერთოს, რადგან, მისი შეფასებით, ის სრულად არ ასახავს დაკავების მომენტს. ადვოკატის თქმით, შსს-ს უნდა წარმოედგინა სამხრე კამერების ჩანაწერი, რომელშიც ასახული იქნებოდა როგორც რატიანის გაჩერების, ისე დაკავების მომენტი.

შსს-ს ვიდეოკადრები, რომელიც ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოში წარმოადგინეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა