საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს ესტუმრა, ხასან და ზექიე თურმანიძეების უხუცეს წყვილს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

,,დღეს თურმანიძეების ოჯახს ვსტუმრობდით და საქართველოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილს დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცეთ. თურმანიძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია, რომლებმაც ერს 8 შვილი გაუზარდეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ტრადიციული ოჯახების შენარჩუნებაში. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 77 წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. ისინი ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილია არამარტო საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპაში. მიმდინარე წლის მაისის თვეში გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან. განსაკუთრებით, სასიმღერო ტრადიციის. ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა.

ზურაბ პატარაძესთან ერთად, თურმანიძეების ოჯახში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ