რუსთავში 76 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომანქანა გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში, მესხიშვილისა და მეგობრობის გამზირის გადაკვეთაზე. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა 76 წლამდე ასაკის მამაკაცს გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა, რის შედეგადაც მან თავის ტრავმა მიიღო.

დაშავებული კლინიკა „რუსთავში"გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს