თბილისის ნაწილს ხვალ, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ, დედაქალაქის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონს, კერძოდ, ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, შალვა მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, თოიძის და კუმისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს