ქუთაისში მთავარი “ნაძვის ხე” აინთო

დღეს ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე აინთო. მთავარი ნაძვის ხე დავით აღამაშენებლის ცენტრალურ მოედანზეა განთავსებული. ნაძვის ხის ანთების ცერემონიაში მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განუცხადა, წელს ნაძვის ხე ქალაქის თითქმის ყველა უბანში დგას. საახალწლო ღონისძიებებისთვის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 238 000 ლარი დაიხარჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს