აკაკი ზოიძე - ღმერთთან მისვლით და დაშინებით ჯანსაღი ცხოვრებისკენ წასვლამ არ გაამართლა

ღმერთთან მისვლით და დაშინებით ჯანსაღი ცხოვრებისკენ წასვლამ არ გაამართლა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხეომაზე განაცხადა, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებიან. დეპუტატი ნუკრი ქანთარია დაინტერსდა, თუ არა საპატიმრო სასჯელის, რისი უნდა შეეშინდეს ნარკომომხმარებელს.

"ადამიანის დანიშებამ არ მოიტანა სასურველი შედეგი. ვერც ფაშისტურმა რეჟიმმა, ვერც სხვამ ამას ვერ მიაღწია. ღმერთთან მისვლით და დაშინებით ჯანსაღი ცხოვრებისკენ წასვლამ არ გაამართლა არც ისტორიულად, არც თანამედროვეობაში, არც წარსულში და არც მომავალში გაამართლებს. ადამიანის დარწმუნებით უნდა შევძლოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების გზა აირჩიოს და ეს პრინციპი არის ჩადებული ჩვენს ინიციატივაში", - განაცხადა ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო