“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” (GREDA) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს სამინისტროსა და ასოციაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) აქტიური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 8 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციაში გაერთიანებულია ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე 15 კერძო კომპანია და მისი ძირითადი მიზნებია:

• განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება

• განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პოპულარიზაცია

• ელექტროენერგიის ბაზრის განვითარება

• კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შემუშავების ხელშეწყობა

• დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება

• ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და სტრატეგიის ასევე, დარგის ტექნიკური სტანდარტებისა და რეგლამენტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა