ბექა ოდიშარია და კობა ლურსმანაშვილი ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივით გაიმართა, საუბარი, ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების მნიშვნელობაზე იყო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც საქართველოში 5 წელია ფუნქციონირებს, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ შეისწავლონ ლიტვური ენა და გაეცნონ ლიტვურ კულტურას, ლიტვაში გაემგზავრონ სხვადასხვა საინტერესო პროექტებით და გააგრძელონ სწავლა ერთი სემესტრით. ცენტრში, ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, აქვს საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სტუდენტების სწავლას ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ლიტვის განათლების სამინისტრო აფინანსებს.

„ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. ჩვენდა საბედნიეროდ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არიან ძალიან ნიჭიერი სტუდენტები, რომლებიც არიან დაინტერესებული სიღრმისეულად შეისწავლონ ლიტვური ენა და კულტურა. ისინი უკვე დაუფლებული არიან ამ საინტერესო ენას და აქვთ მიღწევები. მე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მომეცემა შესაძლებლობა ეს ახალგაზრდები ვაზიარო მართლაც რეალურ პოლიტიკას. შესაბამისად, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ახალგაზრდებმა ნახონ როგორ კეთდება რეალურ დროში ქართულ-ლიტვური პოლიტიკა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაზე, საუბარი ცენტრის საქმიანობას, განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ პროექტებს შეეხო. სტუდენტებმა პარლამენტის წევრებს ცენტრში სწავლისა და ლიტვური მხარის მიერ მათთვის შეთავაზებული საინტერესო წინადადებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და პარალელურად, პარლამენტის და პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ლიტვას და საქართვლოს აქვს სიღრმისეული ურთიერთობები და ეს ურთიერთობები სახალხო დიპლომატიის დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტები ცენტრში ძირითადად რეგიონებიდან არიან წარმოდგენილი და ინტერესი რეგიონებში ლიტვური ენისა და კულტურისადმი, მზარდია. მათი ხელმძღვანელი, ბატონი ვიდასი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, მისი ინტერესი, რომ ლიტვური ენა შეისწავლონ ქართველებმა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა მთავარი. შევძლოთ ერთმანეთის ენაზე კომუნიკაცია, დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი და რეგიონებში გავიტანოთ ეს ურთიერთობა, რომელიც სამომავლოდ ჩვენი ხალხების მეგობრობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კობა ლურსმანაშვილმა.

პარლამენტის წევრებმა ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ვიდას კავალიაუსკასს საქმიანობისთვის და ქართულ-ლიტვურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო