ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

ინიციატივას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, სხდომას არ ესწრებოდნენ.

"ჯანდაცვის კომიტეტი არის სავალდებულო კომიტეტი, მაგრამ არა წამყვანი აღნიშნული საკითხის განხილვაზე. საბოლოო ჯამში იურიდიული კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ შუალედური კომიტეტის სახით, რომ შეგვეჯერებინა ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები და გვეთხოვა კომიტეტის წევრებისთვის მხარდაჭერა პრინციპების დონეზე. ოდენობები როგორი უნდა იყოს, ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ისევე, როგორც კონკრეტული სანქციები როგორი უნდა იყოს. ეს ყველაფერი კონსულტაციის საგანი რჩება. ამ ეტაპზე კომიტეტს ვთხოვეთ, გამოეხატა პოზიცია პრინციპებთან მიმართებაში",- განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის პრინციპები მდგომარეობს იმაში, რომ გრძელდება დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გაყიდვის, გასაღების, გავრცელების მიმართ, ხოლო ნარკომომხმარებელი არ უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსით.

"დავაზუსტებ, რომ ეს არ გულისხმობს ლეგალიზაციას. ეს არ გულისხმობს, რომ საჯარო მოხმარება, ჯგუფური მოხმარება, არასრულწლოვნის მიერ მოხმარება, ნარკოტიკების თრობის ქვეშ საჭის მართვა არ იქნება დასჯადი და დამამძიმებელი გარემოება. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ დაშვებადი გახდება ნარკოტიკები", - დასძინა ზოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა