ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის გამგე - კარი სპეციალურად არ ჩაგვიკეტავს

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ქალაქის მერის მოადგილემ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ვითარებაში გასარკვევად დაიბარა. შეხვედრას, რომელიც თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, ბაღების ცენტრის თანამშრომლები და მე-15 ბაღის აღმზრდელები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაღის გამგემ ინეზა ზაქარაიამ განაცხადა, რომ იმ დარბაზის კარი, სადაც საახალწლო ზეიმი მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ.

„ამ დარბაზს სამი კარი აქვს. სპეციალურად არ ჩაგვიკეტავს. დეკორაციები იყო იქ. ხვალ მოდით და ყველაფერს თქვენ ნახავთ“, - აღნიშნა ზაქარაიამ.

ქალაქის მერიაში კი ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ და შესაბამის რეაგირებას მოკვლევის დასრულების შემდეგ მოახდენენ.

ზუგდიდის 15-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შეიძლება მათ ღონისძიება ჩაეშალათ. „თავიდან მითხრეს, რომ ჩვენ მეორე ღონისძიებაზე უნდა შევსულიყავით და აქ დასწრების უფლება არ გვქონდა, მერე მიზეზად დამისახელეს, რომ შესაძლო იყო, ბავშვებს ზეიმი ჩაეშალათ. მოგვიანებით უკვე მოიმიზეზეს, რომ გასაღებს ვერ პოულობდნენ. ჩემს შვილთან ერთად იქ აუტისტური სპექტრის მქონე ორი ბავშვიც იყო“, - განაცხადა ანჩაბაძემ.

მშობელი ამბობს, რომ ის სამსახურიდან არავის გაშვებას ითხოვს, თუმცა სურს, ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა