სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

სამხედრო რეზერვში სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს როგორც აქტიური, ისე სამობილიზაციო რეზერვის სისტემის განვითარებას. მინისტრის თქმით, მსგავსი მიდგომა მეტ მოტივაციას გააჩენს მოქალაქეებში, რაც საბოლოო ჯამში თავდაცვისუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„შევიმუშავეთ განხორციელებაზე ორიენტირებული კონცეფცია და, შესაბამისად, კანონპროექტიც, რომელიც მომავალში მთავრობაზე იქნება გამოტანილი და განხილვის შემდეგ პარლამენტში შევა. აღნიშნული კონცეფციის თანახმად, გათვალისწინებულია როგორც აქტიური რეზერვის სისტემა, ანუ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც თავდაცვითი, ასევე სამობილიზაციო სისტემა.

რეზერვი არის თავდაცვის რეზერვად სახელწოდებული, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს. ერთი არის აქტიური რეზერვის კომპონენტი, მეორე ტერიტორიული რეზერვის კომპონენტი და სპეციალისტთა რეზერვის კომპონენტი. ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტით, განსაკუთრებით აქტიური რეზერვის კომპონენტის განხორციელებით, რომელიც განსხვავდება კანონით მოქმედი სისტემისგან. იქნება ნებაყოფლობითი. რაც ძალიან მნიშვნელვანია, გაფორმდება კონტრაქტი, ოღონდ ვინც კონტრაქტით თავის დროზე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში ან იყო წვევამდელი, ექნებათ განგრძობადობის საშუალება თავიანთი საქმიანობის, მიუხედავად იმისა, რომ ამოწურეს კონტრაქტი. ჩვენ, დამატებით, ვისაც უნარი შესწევს დაიცვას თავისი ქვეყანა, ვაძლევთ შანსს, გაუფორმდეს ხუთწლიანი კონტრაქტი. ასევე მნიშვნელოანი კომპონენტია, რომ ყოველთვიურად ანაზღაურდება მათი რეზერვში ყოფნა, თუმცა სარგოდან რომელიც ბოლოს ჰქონდათ, მისი 20%, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც წელიწადში 45 დღე ვალდებული იქნება პირი გამოცხადდეს და შემოწმდეს, ის მიიღებს 100% სარგოს. ეს ერთგვარი დამატებითი მოტივაციაა, რათა ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი სხვა საქმიანობასთან ერთად“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის ხედვები წვევამდელეთა შესახებ: რას ითვალისიწინებს განახლებული სისტემა