ბადურ ჩოფანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ახმედ ჩატაევთან ყველანაირ კავშირს უარყოფს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ახმედ ჩატაევთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს.

როგორც ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჩოფანაშვილის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის ან რესურსით უზრუნველყოფის მუხლით წაუყენეს. მისივე თქმით, ჩოფანაშვილი ბრალს არ ეთანხმება.

„კატეგორიულად უარყოფს ყველაფერს. ჩვენება მას არ მიუცია, თუმცა ბრალში ჩამოთვლილ ფორმულირებას და მტკიცებულებებს კატეგორიულად არ ეთანხმება. მტკიცებულებები ძალიან ბევრია, მათ შორის დისკები, მოსმენები, ფოტოსურათები, თუმცა, მათი გაცნობა ჯერ ვერ მოვახერხე. ჩოფანაშვილი ამბობს, რომ ახმედ ჩატაევს სერთოდ არ იცნობს და არანაირი შეხება მასთან არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა.

დალი ბარბაქაძის თქმით, ბრალდებული ამ ეტაპზე, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. „ჩვენების მიცემას არ აპირებს ამ ეტაპზე, ვიდრე საქმეს არ იცნობს. მერე თუ სურვილი ექნება, დაიკითხება“, - აღნიშნა ბარბაქაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო