სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ASOSAI-ის სემინარზე „ბიუჯეტის მონიტორი“ წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ASOSAI-ის სემინარში - „აუდიტის პროცესის გაუმჯობესება და ინოვაციები“, რომელიც ქუვეითის დედაქალაქ ელ-ქუვეითში გაიმართა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარის მიზანს წარმოადგენდა „მდგრადი განვითარების მიზნების განხორცილების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტის“ მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და აუდიტის პროცესის გასაუმჯობესებლად თანამედროვე მიდგომების გაზიარება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსმა ნინო ცინცაძემ სემინარის მონაწილეებს „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაცია წარუდგინა და რისკზე დაფუძნებული აუდიტის გეგმის მომზადების მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებული გამოცდილება გაუზიარა.

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინოვაციურმა მიდგომებმა - აუდიტის დაგეგმვის პროცესში ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორის“ და რისკ-ინდექსის გამოყენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პრაქტიკის გაზიარების მიზნით სემინარის მონაწილეებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ღონისძიებში მონაწილეობდნენ 30 უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ქუვეითისა და ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული სამსახურებისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ექსპერტები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს